დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა გააუპატიურეს
გავრცელებული ინფორმაციით, ნათესავმა არასრულწლოვანი ცოლად მოყვანის მიზნით წაიყვანა.
გოგონას მამა ჰყვება, რომ შეიარაღებული 6 მამაკაცი არასრულწლოვნის საძინებელში შეიჭრა და ძალის გამოყენებით გაიტაცა.
პოლიციამ გატაცებულის კვალს რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნო. პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ძალადობის კვალი აღენიშნება.
ამ დროისთვის დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის აღებით იმუქრებიან.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.