ლატვიის მთავრობის წარმომადგენლებმა ახმეტაში შეხვედრა გამართეს
შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ახმეტის გამგეობაში აცხადებენ, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორ დამეგობრებულ მუნიციპალიტეტს, ახმეტასა და ლიგატნეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთანამაშრომლობისა და გამოცდილების გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროებში.
მათივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო 2015 წლისთვის გაგეგმილ კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტების