ყვარელში უსაფრთხოების მიზნით ხეები მოიჭრა
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა მოსახლეობის განცხადების საფუძველზე მოხდა, რადგან ქარის და წვიმის დროს, გამვლელებს საფრთხეს უქმნიდა.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, ხეების მოჭრა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოხდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ილია მზექალაშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილებით, საშეშე მერქანი, მოსახლეობის იმ ნაწილზე გაიცემა, ვინც გამგეობას განცხადებით მიმართა და სპეციალური კომიისიის შესწავლის შედეგად ბენეფიციართა სიაში მოხვდა.