პოლონური ფონდი ქართველ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს
საქართველოს რეგიონული მედიის გამომცემლებსა და ჟურნალისტებს პოლონური ფონდი „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია „კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად დააჯილდოვებს.
გამარჯვებულ კანდიდატებს გადაეცემათ ლეპტოპები, პლანშეტები, ფოტო და ვიდეოაპარატები, ერთწლიანი ინტერნეტპაკეტი, ასევე, და ოთხი გამომცემელი ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრება.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში პოლონელი და ქართველი მედია ექსპერტები სასწავლო ტრეინინგებს ატარებდნენ როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში. რეგიონული გაზეთების გამომცემლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე ეწვივნენ პოლონურ რეგიონულ გამოცემებს და გაიზიარეს მათი გამოცდილება. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქართველი გამომცემლები ერთი თვის მანძილზე ცხოვრობდნენ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და პრაქტიკას გადიოდნენ იქაურ გამოცემებში. 8 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტებს აფინანსებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა “დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა “ცვლილებები რეგიონში“-RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.
„კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში გაიმართა ტრეინინგები ქუთაისში, სახელწოდებით “საიფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე – საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში“. ტრენინგების შემდეგ რამდენიმე რეგიონულ გაზეთს (რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ) გაუკეთდა ვებგვერდი. მათ, ვისაც უკვე ჰქონდათ ვებგვერდი, შეისწავლეს ახალია მედიის ტექნილოგიები და სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენების ხერხები. პროექტის დასკვნით ეპატზე გამოცხადდა კონკურსი შემდეგ კატეგორიებში: 1. საუკეთესო ვებგვერდი; 2. საუკეთესო ვიდეო მასალა ვებგვერდზე; 3. საუკეთესო ფოტომასალა ვებგვერდზე; 4. საუკეთესო ტექსტური მასალა ვებგვერდზე.
პროექტში მონაწილეობს საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი.