ჯანრი კაშიას სახელობის კონკურსი დაიწყო
ჯანრი კაშიას შემოქმედების საუკეთესო გაგებისათვის სალომე ზურაბიშვილი აწესებს ჯილდოს ჯანრი კაშიას შემოქმედების საუკეთესო გაგებისათვის. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს (18-35 წლის ასაკის).
ნაშრომი უნდა შეეხებოდეს ჯანრი კაშიას შემოქმედების ერთ რომელიმე ნაწარმოებს ან მთლიან თემატიკას (პოლიტოლოგია, მხატვრული შემოქმედება, კულტუროლოგია, ფილოსოფია, ისტორია). შეფასდება როგორც ავტორის გაგება, ავტორის მიერ თავისებურად დასმული საკითხების გააზრება, ასევე სტუდენტის თავისუფალი აზროვნება, პიროვნული ხედვა, სიახლის, პრობლემის თანამედროვე მნიშვნელობის აღმოჩენისუნარი.
კონკურსში შეირჩევა სამი საუკეთესო ნაშრომი და თითოეული დაჯილდოვდება 1000 აშშ დოლარით, ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს (A4, 12, Acadnusx, 1.5), ნაშრომები უნდა გადმოიგზავნოს ელ-მისამართზე: konkursantebi@gmail.com, მიუთითეთ: პირადი ნომერი, უმაღლესი სასწავლებელი საკონტაქტო მონაცემები.
ჯანრი კაშიას 11 ტომეული ხელმისაწვდომია, როგორც საუნივერსიტეტო, ისე საჯარო ბიბლიოთეკებში. აუცილებლობის შემთხვევაში საორგანიზაციო საბჭო მზად არის წიგნები დროებით სარგებლობაში გადასცეს კონკურსის მონაწილე სტუდენტს.
წიგნების, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე:konkursantebi@gmail.com
ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა არის 2015 წლის 15 მარტი. გამარჯვებული გამოვლინდება 2015 წლის 8 მაისს