საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 1%-ით მოიმატა
რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, მათი რაოდენობა მიმდინარე წელს 1 895 060 იყო, რაც 1 %-ით აღემატება გასული წლის ზაფხულის სეზონის (ივნისი, ივლისი, აგვისტო) მაჩვენებელს (1 880 515).
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2014 წლის 8 თვის მონაცემებით ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 1 566 646 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12%);
ბ) ტრანზიტი – 698 284 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%);
გ) სხვა – 1 420 904 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,7%).
2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აგვისტოშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 91%, 40%, 17%, 17%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (40%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.
დატვირთვის მაჩვენებელი ზღვისპირა კურორტებზე 2014 წლის ივნისის თვეში 12% -ია, ეს მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში 20%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ივლისის თვეს, დატვირთვის მაჩვენებელი ზღვისპირა კურორტებზე 59%-ია, ხოლო 2013 წლის ივლისსში კი – 48%.
აგვისტოს თვეში კი ზღვისპირა კურორტებმა 89%-იანი დატვირთვით იმუშავა იმ ფონზე, როდესაც გასული წლის აგვისტოში ზღვისპირა კურორტების დატვირთვის მაჩვენებელი 70% იყო.