ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთს ეწვევა
პრემიერ-მინისტრი “ქართული ღვინის დღის” ფარგლებში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება დოღს, სიტყვით მიმართავს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შეკრებილ მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ყვარლის რაიონში “მეღვინეობა ხარებას” რთველშიც მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად “ყვარლის გვირაბებს” ეწვევა და დაათვალიერებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს “ქართული ღვინის” დღე პირველად აღინიშნება.