ახალი ამბები

ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსების ჩატარება ორი თვით გადავადდა

პარლამენტმა დაამტკიცა “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით კონკურსის ჩატარების თარიღად, 2014 წლის 31 ოქტომბრის ნაცვლად, 31 დეკემბერი განისაზღვრა. თვითმმართველობის ორგანოებში იმ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ბოლო ვადად, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.
პარლამენტის გადაწყვეტილებით საკონკურსო ვადამ მეოთხედ გადაიწია. 
საკითხის ინიციატორი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი, განმარტავს, რომ საჯარო სამსახურებში კონკურსის ჩატარების გადავადება პროცესის ნორმალურად წარმართვას ხელს არ უწყობს, თუმცა, მისივე თქმით, ვადის გადაწევა შესაბამის უწყებებს კონკურსის უკეთ ორგანიზების მიზნით სჭირდებათ.