ახალი ამბები

„კახეთის ტრადიციული მეღვინეობისათვის” ევროპულ ბაზარზე საინტერესო ჩინეთის ბაზარია

მისი ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიას ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გააქვს და გაყიდვების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 30%-ით იზრდება. ამ ეტაპზე „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“ ჩინეთში დაახლოებით 200-300 ათასი ბოთლი ღვინო გააქვს. ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება ევროპის ბაზარზე გასვლას. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კომპანიას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში პროდუქცია მცირე ოდენობით გააქვს.
ჩხაიძის განცხადებით, ამ ქვეყნებში წელიწადში რამდენიმე კონტეინერი ნაწარმი გადის, თუმცა გაფართოებაზე მუშაობა გრძელდება და მისი ვარაუდით, კომპანია ევროპის ბაზარზე მუშაობას მომავალი წლიდან გაააქტიურებს.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ევროპას, ტრადიციულად, ღვინის წარმოება აქვს და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ევროპის ბაზრებზე აქტიურობის გამოსაჩენად რაღაც პერიოდი დაგვჭირდება. ამიტომ ასეთი სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს ჯერ არ ველოდებით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.