ახალი ამბები

სადაზღვევო ორგანიზაციებს სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება 1 ივლისამდე მოუწევთ

სადაზღვევო სფეროში ამ და სხვა მიმართულებით მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები იცვლება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. 
როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილების არსი საქართველო–ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.
“ასეთი პრაქტიკაა მსოფლიოს თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნებში, რაც აიხსნება იმით, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობისათვის კაპიტალური საზოგადოების ამგვარი რთული ფორმა გაცილებით მეტად არის მისაღები, ამავდროულად იგი იძლევა კონტროლის უკეთეს საშუალებას და ზოგადად, მიმართულია კორპორატიული მართვის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 
კანონპროექტი პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა წარუდგინა.