კოოპერატივების რაოდენობა იზრდება
საქართველოში კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ანუ ENPARD. ეს პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 40 მილიონი ევრო გამოიყო. კოოპერირების მიმართ ქართველი ფერმერების დამოკიდებულება აშკარად პოზიტიურია, ამის საბუთად ციფრებს მოვიყვანთ: ერთი კვირის წინ კოოპერატივის სტატუსით საქართველოში 233 სუბიექტი სარგებლობდა, დღეის მონაცემებით კი, მათი რიცხვი უკვე 238-ს აღწევს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ყაჭეიშვილი მიიჩნევს, რომ კოოპერატივების შექმნის იდეა უკვე რეალობად იქცა.
საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი 10 ოქტომბერს დასრულდება. ეს ყველაფერი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.