მთავრობა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას გეგმავს
ეს არის მნიშვნელოვანი ორი ფაქტორიდან გამომდინარე ერთი, რომ ადამიანს აქვს საშუალება სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად განსაზღვროს როგორი სიბერე უნდა და ახალგაზრდობაშივე განსაზღვროს დაზოგოს მეტი, რომ უფრო მეტი უზრუნველყოფა მიიღოს სიბერეში, ანუ სახელმწიფო ქმნის მექანიზმს, რომ საპენსიო სისტემის მეშვეობით რომ ადამიანმა დააგროვოს ნებაყოფლობით და მეორე ეს არის ერთ–ერთი საშუალება ადამიანს ჰქონდეს პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. გამომდინარე იქიდან, თუ რა შემოსავალს იღებს ადამიანი და რამდენი ხანი არის დასაქმებული და რა შემოსავალი აქვს, ამ ფაქტორზე იქნება მისი პენსია დამოკიდებული.
კერძო დაგროვებითი სისტემის შემოღება არ ნიშნავს, რომ არსებული სისტემა გაუქმდება, ან შემცირდება. იგი იარსებებს, უბრალოდ კერძო დაგროვებითი სისტემა იქნება დამატებითი ოფცია იმ მოსახლეობისთვის, ვინც არის დასაქმებული და ვისაც უნდა, რომ დღეს გადადოს ცოტა უფრო მეტი, ვინაიდან უფრო უზრუნველყოფილი სიბერე ჰქონდეს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ის მოსახლეობა, ვინც არ არის დასაქმებული შესაბამისად ამაში ვერ მოხვდება, მაგრამ როგორც კი ეკონომიკა განვითარდება დასაქმება მოიმატებს და შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამაში.
ამჟამად, პენსიის გაცემის საფუძველი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია. ამ მოდელს საპენსიო უზრუნველყოფის სოლიდარულ პრინციპზე დამყარებული მოდელი ჰქვია.
დღეს, დაახლოებით თითო მოქალაქეს 260 ლარი უჯდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანის შენახვა, რომელიც ნებაყოფლობითი ფორმატია.