ახალი ამბები

თელავში გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საღამოს ესწრებოდნენ მწერლის მეგობრები და კოლეგები, მსახიობები, რომლებმაც ისაუბრეს გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებმა და თელავის თეატრის მსახიობებმა.
ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი:
,,მერიის კულტურის სამსახურისა და თბილისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი საღამო. საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საიუბილეო ღონისძიებაში”.