თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გურჯაანში საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს
2 ოქტომბერს, 12 საათიდან ოფთალმოლოგები სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიაში ვაჩნაძიანის, კახიფარის და კალაურის მოსახლეობას გაუწევენ უფასო კონსულტაციებს.
საქველმოქმედო აქცია ვაჩნაძიანიდან იწყება და 3 ოქტომბერს შაშიანში, ხოლო 4 ოქტომბერს ვაზისუბანში გაიმართება.
აქციის ფარგლებში ჯავრიშვილის კლინიკის ექიმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვევიან და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.