საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახეთს სტუმრობდა
პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს მიმართა და შეახსენა, რომ თავადაც სოფელ მაღაროს საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. დავით უსუფაშვილმა სოლომონ დოდაშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სკოლის შენობაში სოლომონ დოდაშვილის ძეგლი და მუზეუმი გაიხსნა.