თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადებმა, შესაძლოა, გადაიწიოს
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით: „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი ზემოაღნიშნული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკურსების ჩატარების ვალდებულების გადაწევას არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.
მოქმედი კანონის თანახმად კი: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 ოქტომბრისა.
დღეს მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებული არიან ვაკანტურ ადგილებზე კონკურსების ჩატარება და ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უზრუნველყონ.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კი მათ ამისათვის დამატებით ორი თვე ეძლევათ.”
საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, კონკურსის ჩატარების ვადებიც გადაწიოს.