ზემო ბოდბეში საცხოვრებელ სახლში გვირაბები აღმოაჩინეს
12-დან თითოეული მათგანი შედარებით მცირე ზომის გვირაბს უკავშირდება.
ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გათხრები 10 მეტრამდე სიგრძეზე უკვე აწარმოეს. სამუშაოების შესრულებისას ადამიანის ძვლებსა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებსაც მიაგნეს.
ზემო ბოდბეში ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი მასალა გვიან ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.
რაც შეეხება გვირაბებს, მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ იქ სასულიერო პირების მიერ გადანახული განძი იმალებოდეს.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა სპეციალისტების ჯგუფი, თუმცა, პირველადი დასკვნა ამ დროისთვის უცნობია.