ახალი ამბები

საბავშვო ბაღების მართვის გაუმჯობესების კუთხით თელავში პროექტები ხორციელდება

ორგანიზაცია პროექტების უმრავლესობას ახალგაზრდების გააქტიურებისა და საბავშვო ბაღების მართვის გაუმჯობესების კუთხით ანხორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავდა თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის მართვის მინიმალური სტანდარტის შემუშავებას უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტებთან და ამ სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობით და მათივე მონაწილეობით:
,,საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენმა ორგანიზაციამ და რეგიონის განვითარების ცენტრმა ,,ჯიპაკის“ პროგრამის ფარგლებში, იმუშავა პროექტზე – „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებში დაიდო 4 სრულყოფილი კვლევა, დამუშავდა სკოლამდელი აღზრდის პროცესში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები და გრძელდება მუშაობა ამ მიმარ¬თულებით, თუმცა, პროექტი უკვე წარმატებით დასრულებულია. ეს კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები ჩაბარდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც, იმედია, თავის ორ კანონმემკვიდრეს, ქ. თელავის საკრებულოსა და თელავის თემის საკრებულოს გადასცემს“, – ამბობს ორგანიზაციის დირექტორი თინათინ ხანჯალიაშვილი.