,,თავისუფალი კინოჩვენებების“ საზაფხულო ეტაპი დასრულდა
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ან ამ რეგიონებთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულების გაერთიანება, რომელთა მიზანია ზაფხულში, სოფლებში, მოსახლეობის კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
ნანა ბაგალიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინიციატივას’’ აღმასრულებელი დირექტორი:
,,საქართველოს სოფელსა და ქალაქებში გვინდა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის შევქმნათ სივრცე, სადაც ექნებათ სათანადო პირობები და სტიმული სააზროვნოდ, იდეების გასაზიარებლად, მსოფლხედვის დასახვეწად და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაინახონ კინოკლუბების მნიშვნელობა, შედეგები და აიღონ პასუხიმგელობა კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურის შეძენად“.