კახეთში ახალი კულტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდება სანდრო ახმეტელის მუზეუმის ელექტრონული სლაიდების კატალოგის მომზადება, ქიზიყური ფესტივალი 2014-ის ჩატარება და ნასამხრალის ტურისტული ბილიკის მოწყობა.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, განხორციელდება პროექტი სახელწოდებით ,,ტურიზმის განვითარება სოფელ კისისხევში“, რაც შესაბამისად გამოიწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი ,,მედია ცენტრი კახეთი“ განახორციელებს პროექტს – კახეთის პირველი გაზეთის კვლევას გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ეროვნული მუზეუმის საცავ განყოფილებაში დაცული გაზეთის „ხმა კახეთისას“ შესწავლით. პროექტის ფარგლებში გაიმართება გამოფენაც.
პროექტების მხარდამჭერია „სათემო განვითარების ცენტრი“.