თესაუში პროექტის “ევროინტეგრაცია _ გააზრებული არჩევანი” პრეზენტაცია გაიმართება
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავში, მოხალისე ტრენერებისთვის ევროინტეგრაციის პროცესის ირგვლივ, 3 დღიანი ტრენინგი გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროექტის მონაწილეთა მომზადება იმისათვის, რომ შემდგომში მათ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარონ საქართველოს ოთხ რეგიონში _ შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა _ მცხოვრებ მოსახლეობას.
,,პროექტის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნება სტუდენტურ კონფერენციას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროექტი დაფინანსებულია NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული პოლიტიკისათვის) დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში,”- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.