აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა
კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მესამეზე კი – უკრაინა , რომელმაც გასულ წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და უკან ჩამოიტოვა სომხეთი. შემდეგ პოზიციაზე არიან აზერბაიჯანი და ბელორუსი. საქართველო, ამავე კვლევაში, გასულ წელსაც პირველ ადგილზე იყო.
კვლევა “მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შეფასებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე.
კვლევის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე), არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის თავდასხმები, მუქარა და დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა; წვდომა მაუწყებლობაზე; წვდომა ინტერნეტზე.
კვლევის ფარგლებში 60 მედია ექსპერტი გამოიკითხა.