SMS რეკლამის რეგულაციებს ჯარიმები ემატება
ჯარიმის მოცულობა კი 500-დან 5000 ლარის ფარგლებში იქნება, რომელიც დარღვევის მიხედვით განისაზღვრება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ირაკლი მოსეშვილის თქმით, უცხოეთში სანქციები კომპანიებს თითო მონაცემის – ანუ სააბონენტო ნომრის მიხედვით ეკისრებათ, ხოლო საქართველოში, სამწუხაროდ, დაკისრებული სანქცია ერთჯერად ქმედებაზე იქნება.
სანქცია დაეკისრება მას, ვინც მონაცემთა ბაზას ფლობს, მონაცემთა დამმუშავებელი და დამკვეთია.