ENPARD-მა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
ევროკავშირის სამეზობლო პროგრამით გათვალისწინებულია 15 მილიონი ევრო გრანტების სახით გამოიყო. პროექტი 160-მე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნას ითვალისწინებს, რომლებსაც ახალი შესაძლებლობების განვითარებისათვის ტექნიკური დახმარება გაეწევათ. გრანტები განსახორციელებლად მიენიჭა ოთხ კონსორციუმს: Oxfam, Care, People in Need და Mercy Corps.
კონსორციუმები აერთიანებენ 16 ქართულდა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ასოციაციებს და აკადემიურ დაწესებულებებს.
ევროკავშირის ატაშე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში ხუან ეჩანოვე:
,,პროგრამაში ჩართულმა ორგანიზაციებმა საქმიანობის გეოგრაფიული არეალის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს. გრანტები ითვალისწინებს პირდაპირ ინვესტიციებს და მოიცავს საქართველოს 45 რაიონს.”
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში აგრარული კოოპერატივების განვითარების პროცესის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.