ახალი ამბები

ლაგოდეხში წართმეული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკითხით დაინტერესება, რადიო “ჰერეთის” პირდაპირ ეთერში, გაადაცემა “თავისუფალი დრო”-ს მსვლელობისას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კახა ჯამბურიას სთხოვა.
მსმენელის განცხადებით, წინა ხელუსუფლებამ მოსახლეობას იძულებით დაათმობინა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც “სავაჭრო ცენტრის” მშენებლობა დაიწყო.
“იძულებით” წართმეული მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ფლობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. კახა ჯამბურიას თქმით, საძოვრის ჩამორთმევაზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სოფელ რაჭისუბნში სამშენებლო კომპანია შპს “სანიმ” სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. რაჭისუბნელები ამბობენ, რომ ნაკვეთები, რომლებიც თავის დროზე იძულებით ჩამოართვეს, დღეს გამოუყენებელია და სამშენებლო პროცესი თითქმის 2 წელია, რაც გაჩერებულია.