თესაუმ რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაამყარა
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თესაუს მეცნიერთა და სტუდენტთა სხვადასხვა პროექტში ჩართვა.
„ჩვენი თანამშრომლობა ამ ცნობილ უნივერსიტეტთან განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში რუსული ენის ცოდნის დონე ძალიან შესუსტდა. დამსაქმებლები კი ბევრ სფეროში, თუნდაც ტურიზმში, ითხოვენ რუსული ენის მცოდნე კადრებს. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტს (ადრე მას პატრის ლულუმბას სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტი ერქვა) აქვს ენის სწავლების ძლიერი ბაზა და რესურსი, რადგან იქ 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობენ. ამ ხნის მანძილზე უკვე გადავამზადეთ რუსული ენის პედაგოგები. ჩვენ მომავალშიც ბევრი ერთობლივი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.“- აღნიშნა ნინო მემანიშვილმა.
სტუმრები შეხვდნენ ტურიზმის და გეოგრაფიის მიმართულების პროფესორებს, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
სტუმრებმა თესაუს ბიბლიოთეკას გადასცეს ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც პროფესორ-მასწავლებლებს სწავლებისას გამოადგებათ.