კახურ ყურძენში 132 მილიონი გადაიხადეს
უკანასკნელი მონაცემებით, მიღებული ყურძნის ოდენობამ გადააჭარბა 100 000 ტონას, რომელიც 132 მლნ ლარის ეკვივალენტია. მიღებული ყურძნის 52% რქაწითელია, 44% – საფერავი, 2% – კახური მწვანე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშანწინდელთან შედარებით, 2013 წელს წარმოება 54 პროცენტით იყო გაზრდილი. გაზრდილი იყო ღვინის ექსპორტიც. გასულ წელს ექპორტმა 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა და ეს ციფრი ორჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ღვინის ეროვნული სააგნეტოს ხელმძღვანელმა, ,,რთველი-2014-ის” შტაბის უფროსმა, ლევან დავითაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, წელს კახეთის რეგიონში, ყურძნის შესაძენად, დახარჯულია დაახლოებით 132 მილიონი ლარი, რომელიც 30 %-ით მეტია, ვიდრე შარშან რთვლის განმავლობაში შესული მთლიანი თანხა.