თესაუში სტუდენტების შეფასების სისტემაში ცვლილები შევიდა
სასწავლო დაწესებულებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ შეფასებების კომპონენტების ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმუმ 100 ქულას, შუალედური შეფასება არის 70 ქულა, ხოლო დასკვნითი გამოცდა 30 ქულა.
შალვა ჭკადუა: თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
„ახალი სისტემის მიხედვით, შუალედური შეფასებები ოთხი კომპონენტისგან შედგება: შუალედური გამოცდა (20 ქულა), სემინარებზე აქტიურობა (30 ქულა), პროფესორის მიერ მაქსიმუმ 15 ქულით შეფასება და ბოლოს, პრეზენტაცია/საშინაო დავალება და სხვა ( 5 ქულა).“