თუშეთის გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
სააგენტო პირველი ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში ცხოვრობდნენ.
ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლის მგზავრებიც შემთხვევას ემსხვერპლნენ, თუშეთში ახმეტიდან მიემგზავრებოდნენ.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და გამგეობის წარმომადგნელები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში ცხოვრობდნენ.