სიღნაღში ,,ქიზიყური ფესტივალი- 2014” გაიმართება
პროექტს ა(ა)იპ. სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მომზადდება ერთკვირიანი საფესტივალო პროგრამა ქიზიყის მხარის ახალგაზრდულ-შემოქმედებითი და სახალხო ანსამბლების მონაწილეობით.
ქიზიყურ შემოდგომაში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის სკოლები: წნორის პირველი, წნორის მესამე,, ვაქირის, ანაგის, საქობოს, ნუკრიანის, ქვემო ბოდბის, ზემო მაჩხაანის, ოზაანისა და არბოშიკის სკოლები. სკოლები მოაწყობენ საკუთარ კუთხეებს, თემატიკა იქნება “ შემოდგომა ჩვენს სოფლებში“ სკოლები გამოფენენ ადგილობრივ ნაწარმს, სოფლისთვის დამახასიათებელ კერძებს, გააკეთებენ თათარას, მთელი დღის განმავლობაში ყველა სკოლას ექნება შესაძლებლობა 20 წუთიანი პროგრამა დადგას საკუთარ კუთხეებში/სცენაზე.
ღონისძიება დასრულდება დაჯილდოვებით, გამოვლინდება საუკეთესო დიზაინის მომწყობი, საუკეთესო პროგრამის განმახორციელებელი და საუკეთესო თათარის/ჩურჩხელის/კერძების დამამზადებელი სკოლა.
საღამო დასრულდება კონცერტით, რომელიც გაიმართება მაჩხაანის თეატრში. კონცერტს გამართავს საქართველოს სიმფონიეტა. ბილეთის ფასი იქნება 2-3 ლარი. შეგროვილი თანხა მოხმარდება თეატრის კეთილმოწყობას.