ჯიპამ აგრობისნესის მენეჯმენტისა და აგროეკოლოგიის სერტიფიცირებულ კურსებზე მიღება დაიწყო
ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, (მისამართი: იეთიმ გურჯის #7) 18:30 საათიდან და მისი ღირებულება 1000 ლარი იქნება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი, ხოლო სწავლა 6 ოქტომბრიდან დაიწყება.
პროგრამების მიზანია მოიზიდოს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, უზრუნველყოს მათი გადამზადება და გაუღრმავოს თეორიული ცოდნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
აგრობიზნესის მენეჯმენტის სასწავლო პროცესის განმავლობაში, მსმენელები მიიღებენ იმ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია წარმატებული აგრობიზნესის დაგეგმვასა და მართვისთვის. ისინი გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც სასოფლო-სამეურნეო შრომის ბაზარზე, ასევე კერძო სამეწარმეო საქმიანობაში.
კურსი შემუშავებულია GIPA-ს ლექტორების და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ, განათლების თანამედროვე სტანდატებზე დაყრდნობით.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: http://gipa.ge/user/geo/853//