თელავში დასუფთავების აქცია ჩატარდა
თელავის #1 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის ოცდახუთმა საჯარო სკოლამ და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
გიორგი ორკოდაშვილი, აქციის ორგანიზატორი: ,,ჩვენი ინიციატივით ჩავატარეთ აქცია და დავასუფთავეთ თელავის #1 საჯარო სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს აქცია უნდა ჩაგვეტარებინა 19, 20 და 21 სექტემბერს, მაგრამ უამინდობის გამო გადავდეთ. მთელი კვირის მანძილზე თელავში დავასუფთავებთ სხვადასხვა საჯარო ადგილებს. კვირის ბოლოს კიდემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გვექნება პრეზენტაცია”.