თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას დროებით დავით ნაპირელი შეასრულებს
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის დროებითი შრომისუუნარობის გამო, მის მოვალეობას გამგებლის პირველი მოადგილე, დავით ნაპირელი შეასრულებს.
აღნიშნულ საკითხზე, დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის თქმით, ალექსანდრე შათირიშვილმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შვებულება აიღო:
,,გამგებელი ცუდად იყო, ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღეში დაბრუნდება, მანამდე კი მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. ყველა სათანადო საბუთი რაც საჭიროა შედგენილია.’’