თელავში ქართული ნაციონალური ცეკვის საბალეტო სტუდია იხსნება
სტუდიაში ბავშვების მიღება 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. ცეკვის გაკვეთილებს მარიამ ჯიდალიშვილი ჩაატარებს. სწავლის საფასური 25 ლარს შეადგენს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. სტუდიაში იფუნქციონირებს სამოყვარული ჯგუფიც, რომლის საფასური 30 ლარს შეადგენს. ამჟამად უკვე მიმდინარეობს საბუთების მიღება. ბალეტის გაკვეთილები 3 ოქტომბრიდან დაიწყება.