აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ლაგოდეხის გამგებელს შეხვდნენ
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობასა და საელჩოს მიერ გამოცხადებულ სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და კონკურსებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვაზე. აშშ-ის საელჩომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ასამდე სხვადასხვა ჟანრის საკითხავი ლიტერატურა გადასცა.