ახალი ამბები

გიორგი სიბაშვილის რიგით 35-ე სასამართლო პროცესი გაიმართა

სასამართლო რამდენიმე სათის განმავლობაში ისმენდა დაცვის მხარის ჩვენებას, რომელსაც კახეთის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, დედოფლისწყაროს ყოფილი გამგებელი, კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავად გიორგი სიბაშვილი წარმოადგენდნენ.
გიორგი სიბაშვილის განცხადებით, ბოლო სასამართლო სხდომამ მისი უდანაშაულობა ნათლად დაამტკიცა. 
კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის მორიგი სასამართლო სხდომა 13 ოქტომბერს გაიმართება.