შვილად აყვანის წესი იცვლება
მთავრობა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანად ცვლილებების პაკეტს ამზადებს. ერთ-ერთი ცვლილება, რომელმაც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პოტენციურ მშვილებელთა რაოდენობა და შესაბამისად, მოცდის პერიოდი უნდა შეამციროს, ასაკობრივი რეგულაციებია, რაც აქამდე კანონით მოთხოვნილი არ ყოფილა. კერძოდ, თუ არსებულ კანონში მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. ახალი რეგულაციით კი დაწესდება ზედა ზღვარიც – სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს. გარდა ამისა, ახალი კანონით ასაკობრივი ბარიერი მოხსნილი იქნება იმ შემთხვევაში თუ მშვილებელი ბავშვის დედინაცვალი, მამინაცვალი ან ნათესავი იქნება.