პედაგოგებს საკლასო ოთახებში დააკვირდებიან
ღარიბაშვილის თქმით, პედაგოგის ხელფასის ზრდა მის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული, რაც მასწავლებლებს მოტივაციას გაუზრდით.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა ახალ პერსპექტივას შექმნის ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში. ჩვენ მასწავლებლობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად უნდა ვაქციოთ. მზად ვართ ამ ინიციატივების ფინანსური ხელშეწყობისთვის, – ეს ჩვენი ვალდებულებაა. ვიცი, რომ მეტს იმსახურებთ, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, სახელმწიფოს იმის საშუალება არ აქვს, რომ თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდეს. გპირდებით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პროფესია მაქსიმალურად დაფასდეს. ნოემბრისთვის გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-2016 და 2017 წლებში. მივესალმებით იმას, რომ პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა ახალი სქემის მიხედვით, რომელსაც წარმოგიდგენთ ნოემბერში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს მასწავლებელს მოტივაციას გაუზრდის“,- განაცხადა პრემიერმა.