ახალი ამბები

კანონდამრღვევი დირექტორები 3 წლის განმავლობაში სკოლებში თანამდებობას ვერ დაიკავებენ

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლის დირექტორი, რომელსაც უფლებამოსილება კანონის ან შრომითი ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევის გამო ვადაზე ადრე შეუწყდება, სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლის დირექციაში ვერც ერთ თანამდებობას ვერ დაიკავებს. 
სკოლის დირექტორებთან და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებთან დაკავშირებით ასეთ შეზღუდვას “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.