თელაველი Toresa Mossy “საბას” 2014 წლის გამარჯვებული გახდა
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, “საბას” ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიალზე 10 ნომინაციაში გამარჯვებული წიგნების და ავტორების ვინაობა გახდა ცნობილი. ნომინაციაში, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, პროზაული კრებული, ახალგაზრდა თელაველმა მწერალმა, Toresa Mossy-მ გაიმარჯვა წიგნით ,,სიბრძნე სიცრუისა’’. წელს საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენდა, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს “საბას” კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, “თიბისი” ბანკი გადასცემს. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.