ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის სასურველ პოლიკლინიკასა, თუ ამბულატორიაში დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირება ხდება სპეციალურად შემუშავებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების საფუძველზე. რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პოლიკლინიკის) მიერ დარეგისტრირებულია თავისი თანხმობის გარეშე, მას შეუძლია რეგისტრაცია მყისიერად გააუქმოს და ამისათვის უნდა მიმართოს არა პოლიკლინიკას, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს.