ახალი ამბები

„World Vision“- მა გურჯაანში შეხვედრა გამართა

„World Vision“- მა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის კახეთის სამხარეო პროგრამის ხელმძღვანელის, ნანა ათუაშვილის თქმით, მან ორგანიზაციის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა:
“პროექტის მთავარი მიზანი ბავშვების და ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. რადგანაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტში, ამიტომ დღეს გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, მუნიციპალიტეტის ახალ წარმომადგენლებთან. მათ ჩვენი ორგანიზაციის მიზნები და სამომავლო გეგმები გავაცანით,“– აღნიშნა ნანა ათუაშვილმა.