ახალი ამბები

ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა თელავში

ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და ადგილობრივ ორგანიზაცია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის“(English Access Microscholarship Program – ACCESS), ფარგლებში სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
როგორც თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრში აცხადებენ, პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.
მათივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.