ახალი ამბები

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრმა” პანკისის ხეობაში შეხვედრა ჩაატარა

პანკისის ხეობაში, ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლებმა, გუშინ, სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ლექცია ჩაატარეს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქალები და ახალგაზრდები პანკისის ხეობაში” ფარგლებში ჩატარდა. 
,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზანია მოხდეს ქალების და ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მათივე თქმით, ლექციაზე მოწვეულმა ლექტორმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დიპლომატია და პრობლემების მოგვარების გზები.