თელავის მერია დასუფთავების საერთაშორისო აქციას შეუერთდა
თვითმმართველი ქალაქის თელავის მერია დასუფთავების საერთშორისო აქციას შეუერთდა. პლატონ კალმახელიძემ თანამშრომლებთან ერთად ქალაქის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა:
,,ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვაა“.
გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო”(clean up the world) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეგახსენებთ, საერთაშორისო კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო”, ყოველ წელს, სექტემბერში ტარდება და მასში მონაწილეობას 130 ქვეყანა იღებს.