ახალი ამბები

გურჯაანელი ალექსანდრე ზავრაშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

15- 22 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე , ვეჯინელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გადამწყვეტი გამარჯვება აზერბაიჯანელ, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონთან მოიპოვა.
2014 წლის მაისში, ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე ზავრაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. ზავრაშვილი ფინალური შეხვედრაში სწორედ ამავე აზერბაიჯანელ სპორტსმენთან . დამარცხდა. მსოფლიო ჩემპიონმა მაშინდელი დამარცხება დაუკავშირა მსაჯების არაობიექტურობას.
ალექსანდრე ზავრაშვილის პირადი მწვრთნელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, საქართველოს ნაკრების წევრი, ზვიად შანყულაშვილია.