სოფელ მაჩხაანში მაგისტრალური წალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში, მაგისტრალური წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობისთვის საჭირო თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის ღირებულებაც 800 ათას ლარს აჭარბებს.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია შ.პ.ს ”სანი” ახორციელებს. ,,პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და საბოლოოდ მოხსნის სოფელ ზემო მაჩხაანის წყლის პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს,”- განაცხადა გამგებელმა.

