ახალი ამბები

ქართული ღვინის ექსპორტი 69%-ით გაიზარდა

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 ბოთლი შეადგინა.
ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის. მეორე ადგილზე ექსპორტის მიმართულებით უკრაინაა. შემდეგ ადგილებზე გადანაწილდნენ ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 24 049 677 ბოთლი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის პროდუქცია, რომელიც, ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, აგვისტოს მდგომარეობით, 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275 351 ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში შეადგინა 25 354 169 აშშ დოლარი, რომელიც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტმა – 3 556 584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს კი იკავებს რუსეთი 3 235 656 ბოთლით, რომელიც 83%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.