ახალი ამბები

სოფელ ყვარელწყალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დასრულდა

დღეიდან პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყლის მოსახლეობას საშუალება მიეცემა, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს სხვადასხვა სახის საბუთი: საერთაშორისო პასპორტები, საქართველო მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. სოფლიდან გაუსვლელად მათ შესაძლებლობა ეძლევათ, დაარეგისტრირონ მიწა და გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ახალი საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობისათვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას სხვადასხვა საბანკო მომსახურებით სარგებლობაც შეეძლება. 
,,მოსახლეობა ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და სააქტო დარბაზით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და სხვა საკითხებზე. ახალი ცენტრი უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება,”- აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.