წინანდლელ მევენახეებს საფერავის ჯიშის ყურძენი უფუჭდებათ
წინანდლის ღვინის ქარხნის წინ მევენახეების პროტესტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. მათ ღვინის კომპანია “ქვევრისგან” საფერავის ჯიშის ყურძნის მიღების შეჩერება გააპროტესტეს. გლეხების მტკიცებით, კომპანიამ ყურძენი დააკრეფინა, შემდეგ კი ჩაბარებაზე უარი შესაბამისი რეზერვუარის არქონისა და ფინანსური მარაგისა მოწურვის გამო უთხრა. მეორე დღეა, რაცმევენხეებს დაკრეფილი ყურძენი უფუჭდებათ და მიიჩნევენ, რომ ამ შეფერხებით, კომპანია “ქვევრი” ცდილობს ყურძენზე ფასის დაწევას და გლეხებს მოსავლის ჩაბარებას ურჩევს სხვა კომპანიაში, სადაც 1.80 თეთრს გადაუხდიან.
“ყურძენი დაკრეფილი და მოტანილი გვაქვს ქარხანაში. ყურძენი დაგვაკრეფინეს და ახლა აგდებენ ფასს. ეს არის რეალობა. გვითხრეს, რომ 2,30 ლარად ჩავიბარებთო, მაგრამ ეხლა ყურძენს აღარ იღებენ. ჩვენ იძულებულები ვხდებით, ყურძენი დაბალ ფასშიც ჩავაბაროთ. დაკრეფილი ყურძენი გვიფუჭდება”, – განაცხადა წინანდლელმა მევენახემ არჩილ საგინაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ბესარიონ სალუქვაძის განცხადებით, ღვინის კომპანიას უკვე 750 ტონა ყურძენი აქვს მიღებული და მეტის ჩაბარებას ჯერ-ჯერობით ვეღარ შეძლებს. სალუქვაზე გლეხებს ურჩევს, დაკრეფილი ყურძენი, შედარებით დაბალ ფასად, ღვინის სხვა კომპ0ანიაშ ჩააბარონ:
“ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გლეხებმა ყურძენი ღვინის სხვა ქარხანაში წაიღონ და იქ ჩააბარონ. ყურძნის მისაღებ ფასზე ჩვენ არანაირ გავლენას არ ვახდენთ. ფასს კომერციული სტრუქტურა და გლეხი აწესებეს”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ბესარიონ სალუქვაძემ.
ორი დღეა, რაც კახეთის ღვინის ყველა ქარხანამ საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება შეაჩერა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყურძნის მიღების შეჩერება გამოიწვია ღვინის ავზების გადავსებამ. დავითაშვილი ყურძნის მიღების განახლების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
“საფერავის ჯიშის ყურძნის მიღების დროს გამოვლინდა გარკვეული სახის შეფერხება.ღვინის ავსები გადავსებულია. ამის გამო ქარხნებს არ შეუძლიათ ყურძნის ჩაბარება. ავსების დაცლისთანავე ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძნის მიღებას ისევ შეძლებენ”, – განუცხადა კნეწს.გე-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ღვინის ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის მისაღები ფასი 3 ლარიდან 2 ლარამდე დაეცა.
კვირის დასაწყისში კი ღვინის ქარხნები საფერავის ჯიშის ყურძენს 2,30 და 3 ლარად იბარებდნენ.

